DADE - წესები და პირობები
ტერმინთა განმარტებანი
- "ვებ გვერდი"- dade.com.ge
- „აპი“ - აპლიკაცია DADE, რომლის მფლობელია „კომპანია“
- „კომპანია"- „აპი“-ს ან/და „ვებ გვერდის“ მმართველი კომპანია, შპს "დადე", ს/ნ
- "მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს „აპის“ „ვებ გვერდის“ „მომსახურებით“, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას.
- "განცხადება"- „აპზე“ ან/და „ვებ გვერდზე“ განთავსებული ინფორმაცია სარეალიზაციო ქონების, პროდუქციისა თუ მომსახურების თაობაზე.
- „სოციალური ქსელი“ - სოციალური ქსელი facebook.com
- „მომსახურება“ –„აპის“ ან/და „ვებ გვერდის“ მეშვეობით მომხმარებელთა შეუზღუდავი წრისათვის გაწეული მომსახურება;
- „მომხმარებელი“ - პირი, რომელმაც ამ წესების მიხედვით გაიარა რეგისტრაცია „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ და სარგებლობს ან შეუძლია „მომსახურებით“ სარგებლობა.
რეგისტრაციის წესები:
- მომხმარებელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია: „სოციალური ქსელის“ საკუთარი პროფაილის ან საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.
- რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
- აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
- აკრძალულია მომხმარებლის პროფილის ფოტოდ სხვა პიროვნების ან დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოს გამოყენება.
- რეგისტრაციის გაუქმებისა და მონაცემების წაშლის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს მმართველ კომპანიას ელექტრონული ფოსტის მისამართზე - contact@dade.com.ge და კომპანია გააუქმებს მის ანგარიშს.
ხელშეკრულების ძირითადი პირობები
- მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. „აპი“ ან./და „ვებ გვერდი“ არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
- მმართველი კომპანია უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება პროდუქციის/მომსახურების ადვილად მოძებნაში.
- მმართველ კომპანიას არ ეკუთვნის „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
- განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება მმართველი კომპანიის მიერ.
- „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
- ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
- „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
- გამომდინარე„აპის“ ან./და „ვებ გვერდის“ წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.
- „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ ფიზიკური პირის მიერ განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.
მომხმარებელი უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. - კომპანიაუფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება და დამატება წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ „აპზე“ ან./და „ვებ გვერდზე“ სტუმრობა/სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.
DADE ონლაინ მაღაზია
- თუ წარმოადგენ კომპანიას და გსურს, შენი მაღაზია DADE-ს სივრცეში გააციფრულო, მოგვწერე მისამართზე contact@dade.com.ge
- ჩვენი გაყიდვების გუნდი დაგიკავშირდება და დაგეხმარება შემდგომ თანამშრომლობაში.
- კომპანია უნდა წარმოადგენდეს რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
- კომპანიას უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება;
- კომპანია უნდა ვაჭრობდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალური პროდუქტით;
ფიზიკური პირებისთვის DADE-ზე განცხადების განთავსება:
- “აპზე”ზე” განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
- მომხმარებელი ვალდებულია ინსტრუქციების მიხედვით “აპზე” განათავსოს ამომწურავი ინფორმაცია სარეალიზაციო ქონების, პროდუქციისა და შეთანხმების პირობების შესახებ
- განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული ქონების, პროდუქციის რეალიზაციის უფლება.
- ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის, „აპზე“ განცხადებების განთავსების გამოყენების პირობები რეგულირდება ინდივიდუალურად, „შეთანხმების“ სპეციფიკიდან გამომდინარე და შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია „აპის“ დახმარების ნაწილში.
- მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება „აპის“ თემატიკის შესაბამისად. აკრძალულია აღნიშნული თემატიკისაგან განსხვავებული ქონების, პროდუქციის თაობაზე განცხადების დამატება ამ ნაწილის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
- განცხადება არ უნდა :
- იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
- ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
- შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.
- ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
- შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
- შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
- შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
- მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
- უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
- შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
- შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.
- არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
- იყოს “აპზე” მანამდე განთავსებული განცხადების დუბლიკატი (აკრძალულია ერთდროულად ერთი და იგივე შინაარსის განცხადების განმეორებით განთავსება).
- შეიცავდეს მესამე წყაროდან ჩასმულ კოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენებების მიხედვით თანხის გამომუშავება.
- შეიცავდეს სხვა “აპიდან” ან/და “ვებგვერდიდან” აღებულ სქრინებს, რომელზეც ლოგო ან რაიმე სამარკო ნიშანია აღნიშნული.
- შეიცავდეს უძრავი ქონების ყიდვა/ გაყიდვის შესახებ ინფორმაციას.
- შეიცავდეს ინფორმაციას მომსახურების გაწევის შესახებ.
- შეიცავდეს ინფორმაციას ფარმაცევტული ნაწარმის შესახებ, გარდა თავის მოვლის საშუალებებისა.
- იყოსგარეული ცხოველების (მათ შორის: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში) რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდანუკანონოდ ამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით!
„კომპანიის“ უფლებები და მოვალეობები
- „კომპანია“ არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
- „კომპანია“ არ აგებს პასუხს “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
- „კომპანია“ ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
- ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” ამ „შეთანხმებაში“ აღნიშნული წესების დარღვევით, წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი, განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.
- „კომპანიას“ უფლება აქვს გაუწიოს დადებულ განცხადებას მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
- „კომპანიას“, საკუთარი შეხედულებისამებრ, უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
- „კომპანია“ არ აგებს პასუხს “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე, შეტყობინების დაკარგვაზე.
- ამ შეთანხმებაში განცხადებული უარის თქმების გარდა, „კომპანია“ არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
- კომპანიას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე (აღნიშნული ცვლილებები აისახება რეგისტრაციის ფორმაში არსებულ ‘შეთანხმების’ განყოფილებაში).
„მომხმარებლის“ უფლებები და მოვალეობები
- „მომხმარებელს“ ეკრძალება “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი თემატიკისგან განსხვავებული განცხადების განთავსება.
- „მომხმარებელი“ ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს კომპანიას, ღილაკი "არასწორი განცხადების შეტყობინება"-ს მეშვეობით, იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც რაიმე სახით არღვევენ ვებ გვერდის წესებს, ან ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში).
- „მომხმარებელს“ ეკრძალება სარეალიზაციო ქონების, პროდუქტისა თუ მომსახურების შინაარსისგან განსხვავებული ნებისმიერი სახის რეკლამირება, ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
- „მომხმარებელი“ ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” თავის ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.
- თუ „მომხმარებელს“ უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიას უშუალოდ მომხმარებელთან (რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია), ან „კომპანიასთან შესაბამის ველში მითითებული პრეტენზიის (report) ღილაკის მეშვეობით. კომპანია გამოდის როგორც მედიატორი ან/და დავის გადამჭრელი ორგანო მომხმარებლებს შორის წარმოშობილ სადავო საკითხთან მიმართებაში. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მომხმარებელი აცხადებს, რომ მისი პრეტენზია მიმართულია სხვა მომხმარებლის მიმართ და, შესაბამისად, მომხმარებელი ათავისუფლებს „კომპანიას“ (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისა და პრეტენზიებისგან, მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული „ვებგვერდის“ ან/და „აპის“ მეშვეობით მომხმარებლებს შორის შემდგარ შეთანხმებასთან.
- „აპის“ / “ვებ გვერდის“ გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას “აპზე” ან/და “ვებგვერდზე” განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
- მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ანიჭებს „კომპანიას“ სრულ და შეუზღუდავ უფლებას დაამუშავოს და შეინახოს მომსახურების მიღების მიზნით რეგისტრაციის დროს მის მიერ მითითებული საკუთარი პერსონალური მონაცემი.
DADE მაღაზიაში ნაყიდი ნივთის დაბრუნების და გაცვლის პირობები:
- ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება შესაძლებელია, თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
- აღენიშნება ტექნიკური წუნი;
- ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
- ნივთი მისამართზე მოგიტანეს 5 სამუშაო დღის დაგვიანებით;
- ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება დაბრუნების/შეცვლის დადასტურებიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში;
- დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
- კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის DADE -ზე გაყიდვის შემთხვევაში;
- დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა DADE-ს ნივთის ჩაბარებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები:
- შეკვეთის ნომერი
- ხარვეზის დეტალური აღწერილობა
- მიაწოდოთ ფოტო მასალა
- შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი
- ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია
- ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;
DADE-ს შესაბამისი სამსახური დაგეხმარებათ გამყიდველ მაღაზიასთან კომუნიკაციაში.
ნივთის დაბრუნების შეცვლის ვადები:
ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;
უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:
DADE აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:
- მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
- ნივთი მისამართზე მოგიტანეს 5 სამუშაო დღის დაგვიანებით და ეს არ იყო შეთანხმებული მომხმარებელთან;
- ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
- დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი;
კონფიდენციალურობა
- კონფიდენციალურად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომელიც DADE-სთვის ცნობილი გახდა მომხმარებლის მიერ აპლიკაციით სარგებლობის საფუძველზე.
- წინამდებარე წესების საფუძველზე DADE იღებს ვალდებულებას დაიცვას, არ გაამჟღავნოს მომხმარებლის მიერ მისთვის გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია.
- მომხმარებლის მიერ გაცემული/გამჟღავნებული კონფიდენციალური ინფორმაცია DADE-ს მიერ გამოყენებულ იქნება მხოლოდ წინამდებარე წესებისა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში, მხოლოდ ინფორმაციის გამცემის ინტერესების გათვალისწინებითა და მის სასარგებლოდ.
- კონფიდენციალურობის დარღვევად არ ითვლება თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს/დაწესებულების/პირის მიერ; ასეთ შემთხვევაში, DADE ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს/დაწესებულების/პირის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნის წარდგენიდან დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს აღნიშნული მოთხოვნისა და DADE-ს მხრიდან ინფორმაციის გაცემის შესახებ.